რადიკალური ოპოზიცია ევროპარლამენტარების მოწოდებას არ ითვალისწინებს
რადიკალური ოპოზიცია ევროპარლამენტარების მოწოდებას არ ითვალისწინებს. დახურულ შეხვედრაზე ხელისუფლების ოპონენტებს უთხრეს, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში უნდა ჩაერთონ. ევროპარლამენტარებმა შეხვედრები საკანონდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარესთან, კომიტეტების ხელმძღვანელებთან და ოპოზიციური პარტიიის წარმომადგენლებთან გამართეს. ევროდეპუტატების მთავარი გზავნილია, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს.
