ევროპარლამენტარები თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ
ევროპარლამენტარები თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს ევროდეპუტატები პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ხვდებიან. ირაკლი ღარიბაშვილთან აუდიენცია ხუთ საათზე დაიწყება. მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესია.
