EU რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს
ევროკავშირის მიერ შემუშავებული ახალი დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსიის თანახმად, ევროკავშირი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის შემსუბუქებას გეგმავს. ევროკავშირის ახალი ინიციატივა უშუალოდ მიმართულია სასურსათო უსაფრთხოებასა და საკვები პროდუქტების მიწოდების ჯაჭვების მაქსიმალურად აღდგენაზე.
