პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა საქართველო თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას თურქმენეთთან. შეხვედრას პრემიერი ტვიტერზეც გამოეხმაურა და დაწერა რომ „ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განიხილეს. „
