უკრაინაში რუსული აგრესიის სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობაა
საცხოვრებელი უბანი დაიბომბა კრამატორსკში. სამი ფრთოსანი რაკეტა ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა, რასაც ხანძარი და მსხვერპლი მოჰყვა. ოკუპანტების სამიზნეში ისევ მოექცა ქალაქი ნიკოპოლი და დნეპროპეტროვსკის ოლქის სხვა ქალაქები, ასევე ხარკოვი და მიკოლაევი.
