ვატო წერეთელი დაზარალებულის სტატუსს და ჯგუფური ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვს
ვატო წერეთელი დაზარალებულის სტატუსს და ჯგუფური ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვს. წერეთელი ამ დრომდე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის ამტკიცებს, რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები წინასწარ მომზადებული გეგმით თავს დაესხნენ. გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის ანრი ოხანაშვილი. დეპუტატი წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციაზე საუბრობს და რეალური დამნაშავის გამოვლენას ელის.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
