ირაკლი ღარიბაშვილი თავის უზბეკ კოლეგას შეხვდა
მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილი თავის უზბეკ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია. ასევე ითქვა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობის გაზრდით. მხარეებმა ერთობლივი საწარმოების შექმნაზეც იმსჯელეს.
