თურქმენეთში გამგზავრებამდე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
თურქმენეთში გამგზავრებამდე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მხრივ არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა იყო შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრმა მასპინძელს, გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია. მთავრობის მეტაური, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა.
