ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება
კრედიტ სუისის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში დარღვევების შესახებ განმარტებებს დღეს ივანიშვილის ადვოკატი აკეთებს. ვიქტორ ყიფიანმა საქმის არსი კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ დიდი ბიზნესი ყოველთვის დიდი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და გლობალური ფინანსური ინსტიტუტი არ არის მხოლოდ ბიზნესი, იქ შეიძლება სხვადასხვა ინტერესი იკვეთებოდეს. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმშია და მისი მოქმედებები მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის იმიჯს ანგრევს.
