სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართული შეხვედრა შეაფასეს ვაშინგტონში
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართული შეხვედრა შეაფასეს ვაშინგტონში. ამერიკა მიესალმება მოლაპარაკებებს. ნედ პრაისის განცხადებით, დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლისა და კეთილდღეობის მისაღწევად. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, 16 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით შეხვდნენ.
