უზბეკეთში, ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
უზბეკეთში, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები ქმნის სხვადასხვა სფეროში განვითარების კარგ საფუძველს. დიპლომატებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზეც. მხარეებმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის 2022-24 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
