პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია. ასევე ითქვა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების გაზრდით. მხარეებმა ერთობლივი საწარმოების შექმნაზეც იმსჯელეს. ასევე, განიხილეს, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის, რათა მათი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს. უზბეკეთშია თბილისის მერი, საგარეო და ეკონომიკის მინისტრები.
