„საუკეთესო ბალეტის ერთი საღამო“
„საუკეთესო ბალეტის ერთი საღამო“ - კანში ბალეტის ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი პრიმაბალერინა, ირმა ნიორაძე იყო. გალაკონცერტზე კლასიკური და თანამედროვე ბალეტის რეპერტუარი წარმოადგინეს ვენის, ესპანეთის, სლოვენიის, ინგლისის, ამსტერდამის, უკრაინის ეროვნული ბალეტის ვარსკვლავებმა. გალა კონცერტი, „ასკანელი არტის“ და ირმა ნიორაძის ორგანიზებით ჩატარდა და მშვიდობის თემას მიეძღვნა.
