შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება ედება. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა, 15 ივლისს, ჭიათურაში ,ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ნაცნობი, რომელიც საკუთარ ავტომანქანაში იჯდა, ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. დაკავებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
