ირაკლი ღარიბაშვილი ტაშკენტის ტექნოპარკში იმყოფებოდა
ირაკლი ღარიბაშვილი ტაშკენტის ტექნოპარკში იმყოფებოდა, სადაც წარმოების პროცესს გაეცნო. ტექნოპარკის ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაცია ქართულ დელეგაციას უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ტექნოპარკის დირექტორმა და ტაშკენტის მერმა მიაწოდეს. ტექნოპარკი 2019 წელს დაარსდა და ტექნიკურ, ელექტრონულ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციას აწარმოებს.
