ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძართან ერთად აშენდა სამრეკლო, სამრევლო სკოლა და დასასვენებელი პარკი. „ქართუმ“ ძველ ხიბულაში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს.
