პრემიერის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ევროკომისიას ღია წერილით მიმართვს. ირაკლი ღარიბაშვილი 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრობს და წერს, რომ რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა, წერს პრემიერ მინისტრი და თხოვნით მიმართავს ევროკომისიას, მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.
