"ქართული ოცნება" რეგიონულ შეხვედრებს იწყებს
"ქართული ოცნება" რეგიონულ შეხვედრებს იწყებს. უკვე ცნობილია, რომ 18 ივლისს შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 19 ივლისს ქობულეთში, 20 ივლისს კი ამბროლაურში. პარტიის ხელმძღვანელები აჭარის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდებიან.
