რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება
რიგგრეშე სესია არ ჩატარდება. უმრავლესობა სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. საჭირო კვორუმი ოპოზიციას არ აქვს. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ჯერ საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტეს და თქვეს, რომ მმართველ გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას იმ პროცესში, რომლის მიზანიც პოლარიზაციის გაღრმავება და ევროპული რეკომენდაციების საბოტაჟია. მოგვიანებით ოპოზიციას ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდებოდა მათი საკითხები პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
