144-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს ბომბავს
საოკუპაციო ძალებმა იერიში გააქტიურეს ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილზე. დაიბომბა სუმის ოლქის სამი დასახლებული პუნქტი, ხარკოვი და ბახმუტის რაიონი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების ხმა ისმოდა რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლშიც, სადაც ოკუპანტები ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.
