„მთავარ სარდლის დაბრუნება“ - პრემიერა თბილისის კინოს სახლში
თბილისის კინოს სახლში რეჟისორ გოგი თორაძის მხატვრულ დოკუმენტური ფილმის „მთავარ სარდლის დაბრუნება“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ფილმის გადაღება, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარ სარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძე და მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. ფილმის გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში მიმდინარეობდა.
