გერმანიამ ქვეყანა დაატოვებინა აზერბაიჯანის ექვს ოპოზიციონერ აქტივისტს
უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიამ ქვეყანა დაატოვებინა აზერბაიჯანის ექვს ოპოზიციონერ აქტივისტს. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება. ყველანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, მაგრამ მათ უარი უთხრეს. ბიბისის გამოძიებაში ნათქვამია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნაწილს ნარკოტიკებით ვაჭრობაში დასდეს ბრალი, ნაწილი, კი ვალების გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს. გერმანიაში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ დოიჩე ველესთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ექვსივე აზერბაიჯანელი გერმანიაში აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას. ისინი არაერთხელ იყვნენ ორგანიზატორები ან მონაწილეები საპროტესტო აქციებისა, რომლებიც აზერბაიჯანში რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ იყო მიმართული. მათ შორის ყველაზე გახმაურებული აქცია იყო 2020 წლის 12 დღიანი შიმშილობა კანცლერის ოფისის წინ. მუხთარლის აზრით, „ამის გამო ბაქოში ხელისუფლება განრისხდა ‘ძალზე აქტიურ’ ემიგრატებზე, მიაღწია მათ დეპორტაციას და ახლა მათზე შურს იძიებენ.“
