სანქციები რუსეთს - ბორელის განცხადება
ახლა, როცა ომი გახანგრძლივდა და ენერგიის ფასები იზრდება, ხალხი ფიქრობს, მოქმედებს თუ არა სანქციები. ისინი რჩება პოლიტიკური მოქმედების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ასე გამოეხმაურა საკუთარ ბლოგში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევრო კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და აღნიშნა, რომ ერთერთი უმთავრესი სანქცია ევროკავშირის მხრიდან 2022 წლის ბოლომდე რუსეთისგან ნავთობის 90 პროცენტით შესყიდვის აკრძალვას გულისხმობს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს.
