შედგება თუ არა პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია ხვალ გარიკვევა
შედგება თუ არა პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია ეს ხვალ გარიკვევა. საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელონ და ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღონ. რიგ გარეშე სხდომა გახსნილად, რომ გამოცხადდეს, მას 76 დეპუტატი მაინც უნდა ესწრებოდეს. მანამდე კი პოლიტიკური განწყობები უკვე ცნობილია. ოპოზიცია კმაყოფილია. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ამ სესიას რეკომენდაციების შესრულებასთან საერთო არაფერი აქვს და რეკომენდაციებზე მუშაობა სამუშაო ჯგუფებში უკვე დაწყებულია, რასაც ოპოზიციის ნაწილი არც კი ესწრება. ცნობისთვის, პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე განკარგულებას ხელი 15 ივლისს მოაწერა.
