ნაყინის ფესტივალი
მთაწმინდის პარკში დღეს ნაყინის ფესტივალი იმართება. პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ ნაყინის რამდენიმე სახეობა, რომლის დაგემოვნებასაც შეძლებენ. ფესტივალში სხვადასხვა კომპანიები მონაწილეობენ. დაგეგმილია სახალისო აქტივობები და გათამაშებები. ფესტივალის ორგანიზატორი მთაწმინდის პარკის ადამინისტრაციაა.
