გერმანია ომის დანაშაულის ინფორმაციის გასაჯაროვებს იძიებს
გერმანიის პროკურატურა ბუჩას მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გერმანული დაზვერვის ინფორმაციის გაჟონვას იძიებს. ინფორმაციას გერმანული „ბილდი“ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალაქ ბუჩაში რუსული არმიის სამხედრო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სააგენტო ფლობდა, კონფიდენციალური იყო და გასაჯაროებას არ ექვემდებარებოდა. გერმანული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია დაზვერვის წარმომადგენლებმა ბუნდესტაგის დეპუტატებს გააცნეს თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე, რომელსაც 60-ზე მეტი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი ესწრებოდა. როგორც „ბილდი“ იუწყება გერმანიის სადაზვერვო სამსახურს და ფედერალურ მთავრობას არ სურდათ, საზოგადოებას გაეგო ოკუპანტების სისასტიკის დეტალები, ხოლო ბუნდესტაგის პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მათ გაავრცელეს მედიის საშუალებით, რის გამოც ახლა მათ საქმეს პროკურატურა იძიებს, შესაძლო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.
