სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები საქართველოს შუამავლობით
ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არის ურყევად გააგრძელოს ის შეთავაზება, ის მზაობა ჩვენი მეზობლებისადმი, რომ მათ შეძლონ შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმოება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ‘შაბათის ქრონიკაში’ ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ დიალოგი ორ ქვეყანას შორის პირველად სწორედ თბილისში გაიმართა და მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოცხადებული ნდობისთვის. ცნობისთვის, ერთი წლის წინ ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში პირადად ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩართული. ქართულ ამერიკული მედიაციის შედეგად, 2021 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანმა 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები გადასცა.
