საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ მატჩები გამარჯვებით დაასრულა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ მატჩები გამარჯვებით დაასრულა. ბორჯღალოსნები პორტუგალიის ნაკრებს შეხვდნენ და 23-ით 14 გაიმარჯვეს. ქართველებმა მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს, ორივე მეორე ტაიმში. სანდრო თოდუამ მე-100 მატჩი ჩაატარა, ხოლო მერაბ შარიქაძე კაპიტნის რანგში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ირაკლი აბუსერიძეს გაუთანაბრდა. საქართველო ზაფხულის ტესტებზე არგენტინა 15-თან დამარცხდა, შემდეგ კი ჯერ იტალიას, ხოლო ბოლოს პორტუგალიას აჯობა და ამით ნოემბრამდე დაგვემშვიდობა.
