პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საქართველოში მთის კვირეული გაიმართა
პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საქართველოში მთის კვირეული გაიმართა. ყაზბეგში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად წელს პირველად ხინკლის დღეებიც შედგა. მთის ფესტივალზე მოსული ადამიანები გაეცნენ მთის ხინკლის ისტორიას. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები. მთის კვირეულის ფარგლებში, 23 ივლისს, მთის დღეები გაიმართება მესტიაში და შოვში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალ ფეროვანი გასართობ და შემეცნებით პროგრამები.