მთის კვირეული
საქართველო ტურისტებისთვის როგორც ზღვის, ბარის ისე მთის მიმართულებით ერთნაირად მიმზიდველია. მთის დასათვალიერებლად აქ ჩამოსულ სტუმარს მართლაც დიდი არჩევანი და მრავალფეროვება ელის. ამ მიმართულების უფრო მეტი პოპუარიზაციისათვის მთავრობამ მთის კვირეული 2022 დაგეგმა. ამ კვირეულმა, რომელიც არაერთ ღონისძიებასა და ფესტივალს მოიცავს, სტარტი დღეს აიღო, ის პრემიერ-მინისტრმა გახსნა. დღეს ორ ლოკაციაზე თუშეთსა და ყაზბეგში დიდი სტუმრიანობა იყო. ანუკი ჩხიკვაძის რეპორტაჟიდან გავიგებთ, როგორ ჩაიარა ფესტივალის პირველმა დღეებმა და კიდევ რომელ კურორტებს მოიცავს მთის კვირეული.
