თბილისის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით გაიზარდა
დედაქალაქის ბიუჯეტი, 41 მილიონი ლარით გაიზარდა. ცვლილებებს საკრებულომ მხარი დაუჭირა, თუმცა ოპოზიცია ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგი იყო. თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას მოხმარდება, ასევე სატრანსპორტო კომპანიების სუფსიდირების საკითხს. გათვალისწინებულია საქართველოში მყოფი უკრაინელების დახმარებაც. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე საკრებულომ, დღეს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელა. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.
