უბედური შემთხვევა მოხდა გუდაურში - პარაპლანის ხევში ჩავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა მოხდა გუდაურში - პარაპლანის ხევში ჩავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაღუპულია 20 წლამდე მამაკაცი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. რაც შეეხება დაშავებულს, ის ამ დროისთვის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი. თვითმხილველების თქმით, პარაპლანს ფრენის დროს ერთ მხარეს ფრთა ჩაეკეცა, რამაც სავარაუდოდ უბედური შემთხვევა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით უკვე დაწყებულია.
