პრეზიდენტის განკარგულება - შეფასებები
პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევას ხელი უკვე მოაწერა, მაგრამ ახლა გასარკვევია, შედგება თუ არა ეს სხდომა. სესიის გასახსნელად 76 დეპუტატის დასწრებაა საჭირო. მანამდე კი პოლიტიკური განწყობები უკვე ცნობილია. რა თქმა უნდა, ოპოზიცია კმაყოფილია, რადგან ეს სწორედ მათი მოთხოვნა იყო, ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ამ სესიას რეკომენდაციების შესრულებასთან საერთო არაფერი აქვს და რეკომენდაციებზე მუშაობა სამუშაო ჯგუფებში უკვე დაწყებულია, რასაც ოპოზიციის ნაწილი არც კი ესწრება. მარიამ ბუღაძე განავრცობს ამ თემას.
