სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
თბილისი დღეს რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკების მასპინძელი იყო. პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით, დღეს სასტუმრო რედისონში ჩანიშნული შეხვედრით გაგრძელდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები სწორედ თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს პირველად. მანამდე კი ორივე ქვეყნის დიპლომატი საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს სტუმრობდა. მაკა აბულაძე გვიამბობს, როგორ ჩაიარა ამ შეხვედრამ და გაირკვა თუ არა მოლაპარალკების დეტალები.
