საქართველო - პორტუგალია 23:14
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და იტალიასთან მოგების შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ქუთაისში, აია-არენაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეს იყო ივლისის ტესტ-სერიის დასკვნითი შეხვედრა. ჩვენი კორესპონდენტი სოფო ერქვანია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, ამ სიხარულს სტადიონიდან გაგვიზიარებს.
