პრემიერი თუშეთში საზღვრის ომალოს სექტორს ესტუმრა
ირაკლი ღარიბაშვილი, თუშეთში, საზღვრის ომალოს სექტორს ესტუმრა. მთავრობის მეთაური სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. პრემიერმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაღალ მთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მესაზღვრეების, პოლიციელების და მეხანძრე მაშველების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია.
