სოსო გოგაშვილის საქმე
ოთხი ხუთი თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო. ამის შესახებ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ განაცხადა. მისი თქმით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაასახელა მათი გვარი, ვინც სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა. ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი და ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი მასსა და გოგაშვილს შორის არასდროს ყოფიალა.
