ივლისის ტესტ სერიის დასკვნით შეხვედრაში ბორჯღალოსნები დღეს, პორტუგალიას „აია არენაზე“ დაუპირისპირდებიან
ივლისის ტესტ სერიის დასკვნით შეხვედრაში ბორჯღალოსნები დღეს, პორტუგალიას „აია არენაზე“ დაუპირისპირდებიან. გუშინ გუნდებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს. შემდეგ კი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. მატჩი დღეს, 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
