სამედიცინო დაწესებულება აბასთუმანში
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, აბასთუმანში, ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გახსნა. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა. ამბულატორია აღჭურვილია ტელე მედიცინის აპარატით, რომელიც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას უზრუნველყოფს.
