ხაშურის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სამინისტროს ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომი
ხაშურის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სამინისტროს ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინიციატივით, ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მას ახალი კომპანია აგრძელებს. იუსტიციის სახლი წლის ბოლომდე გაიხსნება. მინისტრმა ხაშურის პრობაციის ბიუროში გახსნილი მედიაციის ახალი სივრცეც დაათვალიერა.
