უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები იმყოფებოდნენ. 47 წლის კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. ის რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას 10-თ ივლისს დაიღუპა. 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
