სოსო გოგაშვილი დააკავეს
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთდა. სუსში აცხადებენ, რომ გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. თემის დეტალებით, ლევან მორჩიაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.
