საქართველო VS პორტუგალია 18:00 საათზე
ივლისის ტესტ სერიის დასკვნით შეხვედრაში ბორჯღალოსნები დღეს, პორტუგალიას „აია არენაზე“ დაუპირისპირდებიან. გუშინ გუნდებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს. შემდეგ კი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. მატჩი დღეს, 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
