„არტ-გენი 2022“
ფესტივალი „არტ გენი 2022“-ის თბილისის ტური, „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნა. ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა. ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე კიდევ ხუთი დღე გაგრძელდება. ფესტივალის თბილისის ტურს 24 ივლისს, ჯგუფი „33-ა“ დასკვნითი კონცერტი დახურავს.
