საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
ოზურგეთის დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით „რესპუბლიკა გურია“ დაიხურა. ფესტივალის დახურვას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. დახურვის ცერემონიაზე ექვს ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. თეატრალური ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა. ფესტივალში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 8 თეატრი, ხოლო 15 თეატრი დედაქალაქიდან და საქართველოს რეგიონებიდან.
