წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარი გამოეყოფა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარი გამოეყოფა. შესბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ივლისის ბოლოს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ხიდები, ნაპირ სამაგრები და სანიაღვრე არხები. წალენჯიხის მსგავსად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხები გამოეყოფა რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებსაც, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
