ტოივო კლაარის განცხადება
ევრო კავშირი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, საქართველოში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევრო კავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „მქონდა შესანიშნავი შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვიცე პრემიერთან. შეფასდა სამშვიდობო პროცესის მდგომარეობა. ასევე გამოვხატე ევრო კავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, გამართონ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოში“. აცხადებს ტოივო კლაარი.
