სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრეს მდივანმა განაცხადა. შეხვედრასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
