პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. განკარგულება პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა. სხდომის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა. მოთხოვნას ხელს აწერენ: ნაციონალური მოძრაობა, ლელო, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი, პარტია საქართველოსთვის და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები. დღის წესრიგშია ოთხი საკითხი, რომლებიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. განცხადებაზე ხელმომწერები ამტკიცებენ, რომ დეპოლარიზაცის რეალური გზა სწორედ მათ ალტერნატიულ გეგმაზე გადის. რიგგარეშე სესიაზე მისვლას არ აპირებს მმართველი გუნდი.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
