მოსამართლის სკანდალურ განცხადებაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები
მოსამართლის ამ სკანდალურ განცხადებაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები, რომლებმაც ამერიკის ელჩს გუშინ მიმართეს კითხვით, რატომ ვერ გაემგზავრა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკაში და უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ნიკა გვარამიას საქმეზე მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დღეს ამბობენ, რომ მოსამართლის განცხადება შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ნებისმიერი მოქალაქისთვის. მათი თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეუხებლობა ერთ ერთი მთავარი დასავლური ღირებულებაა და ამ ღირებულებასთან ასეთი დამოკიდებულება საგანგაშო და სახიფათოა. მოსამართლის მიერ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას მიესალმება მმართველი გუნდი. ხელისუფლება კელი დეგნანისგან დეტალურ განმარტებებს ელოდება. ოპოზიცია კი შეკითხვებს არ სვამს, ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ ამ განცხადებით, მმართველი გუნდის დავალება შეასრულა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
